2. პროექტის მთავარი იდეა- რუსულ ენაზე ინტეგრირება ხელოვნებასთან და მის უდიდეს წარმომადგენელთან.
3. პროექტის აქტუალობა--- მოზარდი თაობის ჩართვა მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრობაში.
4. პროექტის მიზანი--- მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება და ჩამოყალიბება, როგორიცაა: ანალიზი, სინთეზი, შეფასება. ზოგიერთ მათგანში კი(შედარებით სუსტ მოსწავლებში) საკუთარი ძალების და შესაძლებლობების მოსინჯვა.
5. მონაწილეთა ასაკი---16,17 წელი.
6. პროექტის მომზადების ვადები–1 თვე
7. პროექტის შედეგები/ პროდუქტები –ქართულ სკოლაში მეორე უცხოურ, რუსულ ენაზე (სVII) მნიშვნელივანი ინფორმაციის მოძიება და ზემოთ აღნიშნული მიზნებიდან შესაბამის შედეგებზე გასვლა.
8. პროექტის საჭირო რესურსები––კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი, საწერკალმები.
9. პროექტის მსვლელობა:
ა) მოსწავლეებს უნაწილდებათ მასალა მ. შაგალის ბიოგრაფიის და შემოქმედების მიხედვით. ეძლევათ მითითებები, თუ როგორ, რომელი წყაროების საშუალებით მოიძიონ საჭირო ინფორმაცია.
ბ) უტარდებათ დამატებითი გაკვეთილები მოპოვებული მასალის დასამუშვებლად.
გ) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსმენა. უცხ.ს.VII.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დოკუმენტური ფილმი, ტელეჟურნალი, დისკუსია).
უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად.
კითხვა. უცხ.ს.VII.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა).
უცხ.ს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის.)
ლაპარაკი. დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
მონოლოგური მეტყველება
უცხ.ს.VII.13. მოსწავლეს შეუძლია ისეთ აქტუალურ საკითხებზე საუბარი, რომლებსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.
უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის.
უცხ.ს.VII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად
იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
მოსწავლეს უვითარდებ აკვლევა–ძიების, მასალის დახარისხების,შედარების, ანალიზის გაკეთების, შეფასების უნარები.
10. საგნობრივი კავშირი–ხელოვნება.
11. პროექტის ხელმძღვანელი– ქ. თბილისის 49–ე საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი მერი ჯახუა
No comments:
Post a Comment